„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ 17 ოქტომბერს დიდ მსვლელობას გამართავს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრისკენ.
როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, შეკრებას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რაც მოიცავს დისტანციას და პირბადეების ტარებას. აქცია 17 საათზე დაიწყება.
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.ამასთან, უგულავას თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად გადაიქცა. უგულავას შეფასებით სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას უნდა მოხვდეს.