„ევროპული საქართველო“ 140მა წევრმა დატოვა. გადაწყვეტილება მათ რამდენინმე თვის წინ მიიღეს. თუმცა დღეს უკვე პარტიის წევრების ნაწილმა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მათ შორის არის ქუთაისის 4 მაჟორიტარი დეპუტატი. განცხადება ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ უკვე ყოფილმა წევრმა, გიორგი თევდორაძემ გააკეთა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სხვადასხვა რეგიონიდან გაერთიანებას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უერთდებიან, მათ შორის არის ოზურგეთის “ქართული ოცნების’’ წევრი ცირა ჯინჭარაძე. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ფონზე ოპოზიციის ერთობა აუცილებელია.