ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციას ევროკავშირის ტერიტორიაზე გაზის საცავების მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე მინიმუმ 80%-ით გავსების შესახებ.
როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ რეგლამენტში წერია, „ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ოპერატორები უნდა მიიღწვოდნენ 85%-იან ნიშნულამდე. მომდევნო წლებში ეს სამიზნე მაჩვენებელი გაიზრდება 90%-მდე, რათა ევროპელები მიწოდებაში შესაძლო შეფერხებებისგან დაცული იყვნენ.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეს რეგლამენტი ატარებს კანონის ძალას და მიღებულია რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. ის უკვე შეთანხმებულია ევროკავშირის წევრ 27 ქვეყნის პროფილური მინისტრების დონეზე.
ტექსტში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ევროკავშირმა მოახდინოს გაზის მოწოდების დივერსიფიცირება და გაზარდოს ენერგოეფექტურობის ზომები.
კანონს მხარი დაუჭირა 490-მა ევროპარლამენტარმა, 47 იყო წინააღმდეგი, 55-მა თავი შეიკავა. მის ასამოქმედებლად აუცილებელია ევროკომისიის თანხმობა.