"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გასაჯაროებულ კადრებს ეხმაურება, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმა ფიუგურირებს.
ნადირაშვილის თქმით, აღნიშნული კადრები "ადასტურებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს კარგად ემსახურები, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელს პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს შენს ქვეყანაში".
ირმა ნადირაშვილი მომხდარ ფაქტზე სრულფასოვანი გამოძიების დაწყებას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც ამ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობდა.
სიუჯეტის ინფორმაციით, 2014 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან იზორიას ძმა ვახტანგ იზორია დააკავეს. სიუჟეტში პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც უშუალოდ დააკავა იზორია, მომხდარის შემდეგ მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.