"ევროპულმა საქართველომ" მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა წარადგინა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული დარღვევა უნდა იყოს დამაბრკოლებელი კრიტერიუმი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის. კახიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფს უნდა ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს