ევროპოლმა ევროპის 33 ქვეყანაში მასშტაბური სპეცოპერაიციების სერია გამართა აკრძალული პრეპარატბის, იგივე დოპინგ ნივთიერებების მაწარმოებელი კარტელების წინააღმდეგ. სპეცოპერაციის შედეგად გამოვლენილია ყალბი სამედიცინო პრეპარატების და დოპინგ ნივთიერებების გასაღებით დაკავებული დამნაშავეთა 17 დაჯგუფება. აღნიშნულ ოპერაციაში მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოც მონაწილეობდა. ევროპოლის მონაცემებით, ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს აკრძალულ ნივთიერებათა თითქმის 4 მილიონი დოზა, 24 ტონა სტეროიდული ნედლეული, გამოვლინდა 9 იატაკქვეშა ლაბორატორია და ორგანიზებულ დამნაშავეთა 17 დაჯგუფება. აღიძრა სისხლის სამართლის 839 საქმე, საბოლოო ჯამში კი დაკავებულია 234 ეჭვმიტანილი.