ვარშავა - პოლონეთის დედაქალაქი და ევროპის უმსხვილესი ქალაქია. უამრავი უბედურების გადატანის შემდეგ, მან ყველა ეპოქიდან სათუთად შემოინახა ყველაზე ძვირფასი. ვარშავაში მიემგზავრებიან, რათა გაისეირნონ ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და ვისლას სანაპიროებზე, უზარმაზარ ლაზიენკის პარკში მოინახულონ წმინდა ჯვრის ეკლესიის სვეტი, სადაც შოპენის გული განისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი თითქმის განადგურდა, მის ისტორიულ კვარტლებში, ძველი დროის ატმოსფერო და ისერსახე მაქსიმალურად მოახლოებულად არის აღდგენილი. სამეფო სასახლე, იოანე ნათლისმცემლის ტაძარი და სხვა ისტორიული შენობები მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეების ესკიზების მიხედვითაა აღდგენილი. პოლონეთი დედაქალაქი არამოლოდ არქიტექტურისა და ისტორიის მოყვარულებს იზიდავს, არამედ ღამის მჩქეფარე ცხოვრებისა და შოპონგის მოყვარულებსაც. პოლონური გასტრონომიული ღირსშესანიშნაობების გაცნობაზე კი უარს არავინ იტყოდა.