ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან მასტიმულირებელი განცხადებების არგაკეთების გამო პარასკევს ვაჭრობის შედეგად ოქრო გაიაფდა. თუმცა როგორც „როიტერსი“ წერს, არაა გამორიცხული, ეს კვირა მაინც მატებით დასრულდეს, ვინაიდან ბაზარზე ეკონომიკური გაურკვევლობა ნარჩუნდება. პარასკევის ვაჭრობისას ოქროს ფასი 0,54%-ით შემცირდა უნციაზე.
ექსპერტების განცხადებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა წამოსწია საკითხი უფრო ძლიერ ევროზე, ისე რომ, არ წარმოადგინა არანაირის მასტიმულირებელი გეგმა, ეს კი შეაკავებს ინფლაციას ევროზონაში, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად მოქმედებს ოქროზე.
პარასკევს საღამოს კი ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა შეანელა მოლოდინები ევროს გამყარებასთან დაკავშირებით და იმედი გაუცრუა ინვესტორებს, რომლებსაც დამატებითი სტიმულების მოლოდინი ჰქონდათ.