„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექნილი სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
როგორც ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი საქართველოს შეუძლია იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ ქვეყანა უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას.
ამასთან, "ევროპის სახალხო პარტიის" კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.