ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე მომხსენებლების - ბორის სილევიჩის და კირსტენ ლუნდგრენის ანგარიში მოისმინეს. ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომხსენებლების მხრიდან, საქართველოს მიმართ, პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, მთავარი რეკომენდაცია სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა და ასევე, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობაა. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა 2018 წლის ზაფხულში თბილისში გაიმართება.