ეს ევროპის უდიდესი ფრესკული ფერწერის ნიმუშია, რომელიც ოთხი ფეხბურთის სტადიონის ფართობზე არის გადაჭიმული. ფრესკაზე ორმა მხატვარმა იმუშავა ელამ და პიტერმა.ნახატი პარიზის სამხრეთ-დასავლეთით, ერთ-ერთი პავილიონის სახურავზე მდებარეობს. მისი დანახვა ვერტმფრენისა ან დრონის გარეშე შეუძლებელია. ნახატზე გამოსახულია ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც თითით ერთ-ერთი გზისკენ მიუთითებს. ფრესკის შექმნას სულ 10 დღე დასჭირდა და გასაკვირი არ არის, რომ ასობით ლიტრი საღებავიც დაიხარჯა. ეს ყველაფერი თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომლის მიზანიც არის, რომ თანამედროვე ხელოვნების უფრო მეტი ნიმუში შეიქმნას და ხალხში აღბრთოვანება გამოიწვიოს. ნამუშევარი, ეფემერულია მხოლოდ 2022 წლამდე იქნება ამ ადგილას, რადგან შემდგომში შენობის დანგრევას ვარაუდობენ. ამიტომ სანამ დროა, ის აუცილებლად უნდა მოინახულოს უამრავმა ადამიანმა.