თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა. კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო წარმოდგენა იგეგმება.