ავლაბარში, ევროპის მოედანზე მდებარე ე.წ. „რიყის დოქებს“ შესაძლოა მფლობელი გამოუჩნდეს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი კომპანიის საკუთრებაში გადავა ნაგებობა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დაინტერესებული მხარეები თავიანთ ხედვებს წარადგენენ. „რიყის დოქები“ ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ნაგებობის მშენებლობა, რომელიც 75 მლნ ლარი დაიხარჯა, 2012 წელს დასრულდა, თუმცა ის ამ დრომე უფუნქციოდ არის დარჩენილი.