11:32
4 აპრილი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ევროპის ლიგაზე მერვედფინალური დაპირისპირებეწბის პირველი მატჩები გაიმართა
13-03-2020

ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ევროპის ლიგაზე, მერვედფინალური დაპირისპირებეწბის პირველი მატჩები გაიმართა. მარტივი გამარჯვება მოიპოვა მანჩესტერ იუნაიტედმა, რომელმაც სტუმრად ლასკი 5 -0 დაამარცხა. გოლები ოდიონ იგალომ, დენიელ ჯეიმსმა, ხუან მატამ, მეისონ გრინვუდმა და ანდრეას პერეირამ გაიტანეს.

დაძაბული გამოვიდა ოლიმპიაკოსისა და ვულვერჰემპტონის მატჩი. შეხვედრის 29-ე წუთზე არბირტტმა ბერძენთა მცველი სემედუ გააძევა. მიუხედავად დანაკლისისა პირეოსელებმა შეუტიეს და 54-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. ვულვზსს ანგარიშის გასათანაბრებლად 13 წუთი ეყო. 67-ე წუთზე ნეტუმ, მოუტინიოს პასით ტაბლოზე თანაფარდობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

საინჯტერესო გამოვიდა რეინჯერსისა და ბაიერ ლევერკუზენის მატჩი. შეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათივე გამარჯვებით 1-3 დასრულდა. გერმანელთა რიგებვში გოლები კაი ჰავერცმა, არანგისმა და ბაილიმ გაიტანეს. შოტლანდიელთა რიგებში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ედმუნდსონი გახდა.

ძალიან დაძაბული გამოდგა ვოლფსბურგისა და შახტარის მატჩი. ანგარიში მე-17 წუთზე ჯუნიორ მორაეშმა გახსნა. შემდეგ საინტერესო რამ მოხდა, ჯერ 22-ე წუთზე კოვალენკომ, შემდეგ კი 45-ეზე ვოლფსბურგის ვეგჰორსტმა 11 მეტრიანები გააფუჭეს. ტაბლოზე ტანაფარდობა 48-ე წუთზე ბრუკსის გოლით აღდგა, თუმცა 73-ე ზე ანტონიომ უკრაინელებს გამარჯვების მომტანი გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები