19:39
2 დეკემბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ევროპის გაზსაცავებიდან გაზის მოხმარებამ დღე-ღამეში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია
26-11-2021

ევროპის მიწისქვეშა საცავებიდან ბუნებრივი აირის მოხმარების მაჩვენებელმა პირველად მარტის შემდეგ დღე-ღამეში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამის შესახებ მონაცემებს Gas Infrastructure Europe (GIE) ავრცელებს.

23 ნოემბრისთვის ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების მარაგები მხოლოდ 19 მლნ კუბური მეტრით შეივსო, მაშინ როცა მისგან მოხმარებამ ამავე პერიოდში თითქმის 514 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. ეს არის მაქსიმუმი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. ბოლოს მსგავსი დოზით საცავიდან გაზის მოხმარება მარტში დაფიქსირდა.

შედეგად კი ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავების გავსების მაჩვენებელი ამ დროისთვის შემცირებულია 71,7%-მდე და ამ მომენტისთვის შეადგენს 77,4 მლრდ კუბურ მეტრს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები