ევროპის ბაზარზე წითელი ბანანი გამოჩნდა. როგორც East fruit წერს, პროდუქტს ეკვადორში, კომპანია Freskita Bananas-ი აწარმოებს.წითელი ბანანი ტროპიკული ხილის ოჯახს მიეკუთვნება, თუმცა ტრადიციული ბანანისგან მკვეთრად განსხვავდება, მათ შორის - ფერით, ზომითა და უფრო ტკბილი გემოთი.freshPlaza –ს ინფორმაციით, ბანანის ეს სახეობა ეკვადორში საკმაოდ შეზღუდული რაოდენობითაა და მისი მთლიანი მოცულობა ექსპორტზე გადის. თუმცა, კომპანიის დირექტორის თქმით, Freskita Bananas-ი მუშაობს, რომ წარმოება გაზარდოს და ბაზრის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს.