28 ნოემბერს ევროპელ მკვლევართა ღამე ევროპის 100-მდე ქალაქში სინქრონულად აღინიშნება. წელს საქართველო პირველად უერთდება ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, რომელიც ევროკავშირის პროგრამის Horizon 2020-ის გამარჯვებულია. პროექტის მთავარი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მეცნიერების ინტერნაციონალიზაციასა და ქვეყანაში COVID-19-ის ზედამხედველობასა და მართვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა და მადლობის სიგელი NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს გადასცა.