გერმანიასა და ნიდერლანდებში შხამიანი, პარაზიტული ჭიის გავრცელებას ებრძვიან. ბუსუსებით დაფარულ ჭია ალერგიას და კანის გაღიზიანებას იწვევს. ჭიების გამრავლებას ნაკლებად ცივმა ზამთარმა და ცხელმა ზაფხულმა შეუწყო ხელი. ბელგიაში საგანგებო სამსახურის თანამშრომლებს ბუდეების განადგურება უწევთ. შხამიანი ჭია ასევე გავრცელდა გერმანიის დასავლეთით მდებარე რეგიონში.
შედეგად, ზოგიერთი სკოლა და პარკი დახურეს იმ მიზნით, რომ სპეციალისტებს ხეებზე ბუდეების განადგურების საშუალება მისცემოდათ. დორტმუნდის პარკი სამი კვირის განმავლობაში დახურული იყო. აქ იპოვეს დაახლოებით 500 ხე, რომელიც ჭიებით იყო სავსე. პარკის მენეჯერის თქმით, გასულ წელთან შედარებით, გავრცელების დონე უფრო მაღალია.