უკრაინის პრეზიდენტის ვარაუდს, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრებოდა, ევროკავშირში რუსეთის ელჩი, ვლადიმერ ჩიჟოვი ეხმაურება. ელჩი აცხადებს, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ აპირებს. მისი თქმით, ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს.
რუსმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.