ევროპაში მომდევნო კვირას ძლიერ სიცხეს ელოდებიან. როგორც საფრანგეთის მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება, ტემპერატურის მატება საფრანგეთის გარდა მოსალოდნელია გერმანიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა ამ უქმეებზე საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 40 გრადუსამდე აიწევს. გარდა ამისა, საფრანგეთის მთებში მოსალოდნელია ძლიერი ჭექა-ქუხილიც.
შეგახსენებთ, ივნისის ბოლოს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ძლიერი სიცხის პირველი ტალღა დაფიქსირდა, რის გამოც გასული თვე რეკორდულად ცხელ თვედ გამოცხადდა. მეცნიერების თქმით, არც ივლისის ბოლო იქნება გამონაკლისი.