12:00
30 ივნისი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა - ჯანმო საგანგებო შეხვედრას იწვევს
21-05-2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ვირუსულ ინფექცია „მაიმუნის ყვავილზე“ იმსჯელეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროპაში დაავადების 100-ზე მეტი დადასტურებული ან საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული.

დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით ვრცელდება და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად, როგორც SARS-COV-2.

ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.

AutoPlay
საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაცია ვატიკანის მუზეუმებს ეწვია
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
ევროპის უნივერსიტეტში საგრანტო ოფისი გაიხსნა
გამოქვეყნდა 45 წუთის წინ
თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების თანადგომის ქსელში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
გამოქვეყნდა 54 წუთის წინ
ირაკლი ღარიბაშვილი - უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად
გამოქვეყნდა 59 წუთის წინ
ვლადიმერ პუტინი, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ "ზმეინზე" "პანცირის" სარაკეტო სისტემას დაარტყეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები