ორშაბათს ევროპის ბაზარზე ხორბლის ფასმა აბსოლუტურ რეკორდს მიაღწია და ვაჭრობის დასრულების დროისთვის ტონაზე 438,25 ევრო შეადგინა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ინდოეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა გამოაცხადა. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს.
როგორც სააგენტოს ფრანგული საბროკერო კომპანია Inter-Courtage-ის ბროკერმა განუცხადა, ეს აბსოლუტური რეკორდია Euronext-ის ბირჟაზე. მისივე ცნობით, წინა რეკორდი 2022 წლის 7 მარტს დაფიქსირდა, როცა ხორბლის ფასმა ტონაზე 422,40 ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისს ინდოეთმა გამოაცხადა, რომ წყვეტდა მარცვლეულის ექსპორტს ქვეყანაში ხორბლის ფასის კონტროლის მიზნით. ამასთან, ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისები იმ ქვეყნებისთვის, რომელთა ხელისუფლებები თხოვნით მიმართავენ ინდოეთს. ამასთან, კიდევ ერთი გამონაკლისია ის შეკვეთები, რომელიც ქვეყანას 13 მაისის ჩათვლით ჰქონდა მიღებული.