ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 360 დოლარს მიაღწია. მაღალი მოთხოვნისა და მიწისქვეშა საცავებში მარაგის კლების გამო გაზის ფასი ზრდას განაგრძობს. ზაფხულში გაზი, თითქმის, 100 დოლარით გაძვირდა და თებერვლის მაქსიმუმს გადააჭარბა.
14 ივნისს NCG ჰაბში ფასმა ათას კუბურ მეტრზე 368 დოლარსა და 80 ცენტს მიაღწია, რაც თებერვლის მაქსიმუმზე 100 დოლარით მეტია. სექტორის წარმომადგენლების ვარაუდით, დამდეგ ზამთარს ბუნებრივი აირის ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.
ამასთან, ევროპაში გაზსაცავი მარაგების შევსება ნელი ტემპით მიმდინარეობს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მთელი 33 მილიარდი კუბური მეტრით ჩამორჩება.