10:18
27 ოქტომბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ევროპაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 32%-ით შემცირდა
18-09-2020

2020 წლის იანვარ-აგვისტოში ევროკავშირის ქვეყნებში ახალი ავტომობილების გაყიდვები 32%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავტომწარმოებლების ევროპული ასოციაცია (ACEA) ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს 8 თვეში გაიყიდა 6 მილიონ 100 ათასი ახალი მსუბუქი მანქანა, რაც 2 მილიონ 900 ათასი ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველაზე მეტად - 44%-ით გაყიდვები შემცირდა ესპანეთში; იტალიაში - 38%-ით, საფრანგეთში - 32%-ით და გერმანიაში - 28,8%-ით.

რაც შეეხება აგვისტოს, ევროკავშირში რეგისტრირებული ახალი ავტომობილების რაოდენობა 18,9%-ით შემცირდა. უმსხვილესი ევროპული ბაზრებიდან მხოლოდ იტალიამ შეძლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიახლოება, იქ აგვისტოში გაყიდვები მხოლოდ 0,4%-ით შემცირდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები