ევროპარლამენტში, დღეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებული ანგარიშის მოსმენა და კენჭისყრა გაიმართება. ანგარიშს ევროდეპუტატები ლაიმა ანდრიკიენე და კნუტ ფლეკენშტეინი წარმოადგენენ. კენჭისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. განსახილველ საკითხთა ჩამონათვალში ევროდეპუტატების ანდრიკიენესა და ფლეკენშტეინის ანგარიშის განხილვა რიგით მეთორმეტეა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.