ევროპარლამენტმა საქართველოს 2017-2020 წლებისთვის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 45 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტის დეპუტატი, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმი წერს. მისივე თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ევროკომისია მაკროფინანსური დახმარების პროგრამას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ 45 მილიონი ევროდან 35 მილიონი ევრო საშუალოვადიან სესხებს წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი 10 მილიონი ევრო გრანტის სახით იქნება გაცემული.