ევროპარლამენტმა ევროკავშირის კანონმდებლობაში მიიღო შესწორება, რომელიც ტერიტორიაზე ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოებასა და გაყიდვას კრძალავს. კანონმდებლობა 2021 წლიდან სრულად ამოქმედდება. აკრძალვა შეეხება სუფრისთვის განკუთვნილ ჭურჭელსა და კოქტეილის ჯოხებსაც.მსოფლიოში გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ,რომ პლასტმასის ნივთებია. მსოფლიოს ოკეანეებში არსებული ნარჩენების დაახლოებით ნახევარი სწორედ ერთჯერადი ჭურჭელია. ევროკომისიის მონაცემებით, მსოფლიო ოკეანეში ნაგვის 85% ერთჯერად პლასტმასის ნივთებზე მოდის. საერთო ჯამში მსოფლიო ოკეანეში 165 მილიონი ტონა პლასტმასის ნაგავია.აღსანიშნავია,რომ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელმაც პლასტმასის ჭურჭელი აკრძალა, საფრანგეთი იყო. მანამდე ანალოგიური ზომები აშშ-ის რამდენიმე ქალაქშიც მიიღეს.