ევროპარლამენტმა ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტი დაამტკიცა. Euronews-ის ინფორმაციით, 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტსა და კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის პაკეტს, რომელზედაც ევროკომისიამ შეთანხმებას თვის დასაწყისში მიაღწია, ევროპარლამენტის 548 წევრმა დაუჭირა მხარი, 81 წინააღმდეგი იყო, ხმის მიცემისგან კი თავი 66-მა შეიკავა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლიმ განაცხადა, რომ ეს არის "ისტორიული ბიუჯეტი ისტორიული მომენტისთვის", რომელიც საფუძველს უყრის "უფრო მწვანე და სამართლიან ევროპას".
ცნობისათვის, 1.8 ტრილიონი ევროს პაკეტი მოიცავს მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს (MFF) - ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს, 750 მილიარდი ევრო კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.