ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020 2022 წლებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო. საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში.