ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს განიხილავს. დოკუმენტს ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსი წარადგენს. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ასოცირების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების შესრულების პროცესი. ასევე, სინანულია გამოხატული იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების 2024 წლისთვის გადავადდა. დოკუმენტი ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების არაკანონიერ ოკუპაციას. აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტის პლენარული სესიის განრიგის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე კენჭისყრა ხვალ გაიმართება.