სტრასბურგში, ე.წ. შეჩერების მექანიზმთან და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ე.წ. განახლებული შეჩერების მექანიზმის თანახმად, მარტივდება უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერება იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია. ასევე თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით უფლება ექნება მიმართოს ევრკომისიას ამ ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თხოვნით. ევროპელი დეპუტატების თქმით, ისინი მზად არიან საბოლოო კენჭისყრაზე ხმა სწორედ შეჩერების მექანიზმს მისცენ. ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მექანიზმი გახაფხულამდე უნდა ამოქმედდეს.