Trans Adriatic Pipeline-ის კონსორციუმმა მილსადენის მშენებლობა დაასრულა. მილსადენი სათავეს საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან აიღებს და საბოლოო წერტილი სამხრეთ იტალია იქნება. ამ ეტაპზე კონსორციუმი TAP გაზსადენის Snam Rete Gas- სთან დაერთებას ელოდება, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.
TAP-ი საშუალებას იძლევა აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან ევროპას წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით მიეწოდოს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, ევროპა TAP-დან გაზს წლის ბოლომდე მიიღებს.
პროექტის მონაწილეები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%).
შეგახსენებთ, რომ TAP– ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყო. მილსადენის საინვესტიციო ღირებულება 4,5 მილიარდი ევროა. TAP არის TANAP-ის გაგრძელება, ეს უკანასკნელი კი აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე გადის.