ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები გაიმართა."ფერენცვაროშის" მცველმა ლაშა დვალმა ლიეტუვაში "სუდუვასთან" შეუცვლელად იასპარეზა. მისი გუნდი სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ნულოვან ფრეს დასჯერდა, რაც პრინციპში, ბუდაპეშტური შეხვედრის წინ ურიგო შედეგი არ არის.
ვაკო გვილიაც შეუცვლელი იყო "ლეგიაში" "რეინჯერსთან", ასევე უგოლო მატჩში, რომელიც სტუმართა მცირედი უპირატესობით წარიმართა და ახლა წყვილში უდავო ფავორიტი შოტლანდიური გუნდია.წინა წრეში თბილისის "დინამოს" მძლეველმა "ფეიენოორდმა" როტერდამში 3:0 მოუგო "ჰაპოელს" (დუბლი ფერმა შეასრულა, ერთი გოლილარსონმა გაიტანა) და ჯგუფური ეტაპის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა
"გენტმა" სახლში ახლახან "ჰადერსფილდიდან" დაბრუნებული 30 წლის თავდამსხმელის, ლორან დეპუატრის დუბლით 2:1 მოუგო "რიეკას". აღსანიშნავია, რომ ბელგიურ გუნდში ჩვენებს არათუ არ უთამაშიათ, არამედ განაცხადშიც კი არ იყვნენ - მუხლზე ნაოპერაციები გიორგი ჩაკვეტაძეორიოდ დღის წინ შეუდგა ბურთით ვარჯიშს, გიორგი ქვილითაიას იშვიათად ათამაშებენ, გიორგი ბერიძე კი კარგა ხანია განაცხადში არ ყოფილა.სპარტაკი" პორტუგალიაში "ბრაგასთან" 0:1 დამარცხდა. რაც "სახალხო გუნდმა" ანდრე შურლე შეიძინა, ჯანო ანანიძეს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს მყარად ადგილი.
"ზორია" გასვლაზე 1:0-ს უგებდა "ესპანიოლს", საბოლოოდ კი 1:3 დამარცხდა. ლუგანსკელთა მეკარე ზაურ მახარაძე სათადარიგო იყო, ხოლო თბილისის "დინამოდან" გადასული ნახევარმცველი დიმიტრო ივანესენია 90+1-ე წუთზე შეცვალა უკრაინული პასპორტის მქონე ლევან არველაძემ.