ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირ, ევროპა ლიგაზე ორივე ფინალისტი გაირკვა. დღის პირველი შეხვედრა ესპანეთში, ვალენსიაში გაიმართა სადაც სათამაშოდ ლონდონის არსენალი ჩავიდა. შეხვედრა ნამდვილად სანახაობრივი, საინტერესო და ლამაზი გამოდგა. საბოლოოდ გამარჯვება ლონდონურმა კლუბმა 4-2 მოიპოვა და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 7-3 დაამარცხა.შეხვედრაში საუკეთესო პიერ ემერიკ ობამეიანგი იყო, რომელმაც 3 გოლის გატანა შეძლო. არსენალის რიგებში ერთი გოლი ალექსანდრ ლაკაზეტმა გაიტანა, ხოლო ვალენსიას რიგებში დუბლი კევინ გამეირომ შეასრულა. დღის მეორე მატჩში ლონდონის ჩელსი ფრანკფურტის აინტრაქხტს დაუპირისპირდა. მატჩი მძიმე გამოდგა და პირველი შეხვედრის მსგავსად ფრედ 1-1 დასრულდა. 28-ე წუთზე თავი ლოფტუს ჩიკმა გამოიჩინა, რომელსაც 49-ე წუთზე ლუკა იოვიჩმა უპასუხა. მატჩის ძირითადი დროც და დამატებითი ტაიმებიც ფრედ დასრულდა და 11 მეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც გამარვჯებული მასპინძელი გუნდი გამოდგა. ბრწყინვალედ ითამაშა ჩელსის მეკარე კეპა არისაბალაგამ, რომელმაც 2 ბურთის მოგერიება შეძლო. შეგახსენებთ, რომ ფინალი 29 მაისსაა დაგეგმილი.