ევროპის მეორე ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირი, ევროპა ლიგაზე მესამე რაუნდის მატჩები გაიმართა. გამორჩეულად საინტერესო და დაძაბული შეხვედრა მოიგო ლონდონის არსენალმა, რომელიც გიმარაეშს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეთოფეები ჯერ 0-1-ს ხოლო შემდეგ 1-2 აგებდნენ, მათ მატჩის ბოლო წუთებში გათანაბრება და 93-ე წუთზე გამარჯვების მოპოვებაც შეძლეს. მე-80 და 93ე წუთებზე თავი ნიკოლა პეპემ გამოიჩინა.
ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა პარტიზანისა და მანჩესტერ იუნაიტედის დაპირისპირება. შეხვედრა თანაბრად წარიმართა და არც ერთ კართან ბევრი სახიფათო მომენტი არ შექმნილა. მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი ენტონი მარსიალი გახდა, რომელმაც 43-ე წუთზე 11 მეტრიანის რეალიზება მოახერხა.
საინტერესო გამოდგა რომასა და მიუნხენგლადბახის ბორუსიას მატჩი. შეხვედრის პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, თუმცა ერთმა შემთხვევამ სასწორი იტალიელთა მხარეს გადაწია. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე პირველი ნიკოლო ძანიოლო გახლდათ, რომელმაც ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ გერმანული კლუბი უპირატესობას დაეუფლა და საბოლოოდ მონდომება დაუფასდათ კიდეც. გლადბახმა ტაბლოზე თანაფარდობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მოახერხა. ლარს შტინდლმა რომაელებს პენალტით გაუთანაბრა და მატჩში წერტილი დასვა.