ვაშინგტონი - ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი. ამერიკული სახელმწიფოებრიობის ქალაქი-სიმბოლო. პომპეზური და დიდებული, ფართო პროსპექტებითა და მრავალკილომეტრიანი მწვანე ბულვარებით, ლეგენდარული მონუმენტებით. ეს ქალაქი ამერიკელების თავისუფლებისა და სამართლიანობაზე ოცნების განსახიერებაა. აქ აშშ-ს ყველა მთავრი სახელმწიფო და ადმინისტრაციული შენობაა კონცენტრირებული. ვაშინგტონში ცათამბჯენებს ვერ შეხვდებით, კაპიტოლიუმზე მაღალი შენობების აგება აკრძალულია. ვაშინგტონი არ არის რომელიმე შტატის დედაქალაქი, ის გახლავთ დამოუიდებელი ადმინიტრაციული ერთეული, მეორე სახელწოდებაა კოლუმბიის ოლქი. ის 2 ქალაქის - ვაშინგტონისა და ჯორჯთაუნის შერწყმით წარმოიშვა. ვაშინგტონი ამერიკის მტავარი პოლიტიკური ცენტრია, მდებარეობს მდინარე პოტომაქსზე. განთქმულია არქიტექტურული ძეგლების მრავალფეროვნებით, ზოგი მათგანი ამერიკის სიმბოლოდ მიიჩნევა, ასევე აქ ცნობილი მემორიალებია, ულამაზესი პარკები და მოლები. უამრავი გალერია და მუზეუმი. ყოველწლიურად ვაშინგტონს მილიონობით ტურისტი სტუმრობს.
აშშ-ს დედაქალაქის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ლაშა ღლონტი საუბრობს.