16:28
2 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, საქართველო იმ 15 ქვეყანას შორისაა, ვისაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის
30-06-2020

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იმ ქვეყნების სიაზე შეთანხმდნენ, რომელთა მოქალაქეებისთვისაც გარე საზღვრებს გახსნიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ევრონიუსი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, 15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება 1-ელ ივლისს გაკეთდება.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, არსებობს ორი სია, ერთი იმ ქვეყნების, საიდანაც მოქალაქეები ევროკავშირში შესვლას შეძლებენ და რომელშიც მოხვდნენ: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს), მეორე სია კი იმ ქვეყნებისგან შედგება, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ნებადართული არ იქნება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ სიაში სხვა ქვეყნებთან ერთად აშშ და რუსეთიც მოხვდნენ.

AutoPlay
უნგრეთი ევროკავშირის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრებს მხოლოდ სერბეთისთვის გახსნის
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებაზე გადაწყვეტილების მიღება 15 დღით გადადო
გამოქვეყნდა 15 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა
გამოქვეყნდა 20 წუთის წინ
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
მიანმარში მეწყერს სულ მცირე 113 მაღაროს მუშა ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სომხეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 593 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები