იტალიაში, მიმდინარე წლის ივლისიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის წარმოება დაიწყება, - “ევრონიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ იტალია-რუსეთის სავაჭრო პალატაში განაცხადეს. ეს ნიშნავს, რომ იტალია გახდება ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც რუსულ ვაქცინას დაამზადებს.
“ვაქცინის წარმოება 2021 წლის ივლისიდან იტალია-შვეიცარიის ფარმაცევტულ კომპანია Adienne- ის ქარხნებში დაიწყება,” - განაცხადა პალატის მრჩეველმა პრესასთან ურთიერთობების საკითხებში სტეფანო მაგიმ.
მისივე თქმით, 2021 წლის 1-ელი ივლისიდან 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში 10 მილიონი დოზის წარმოება მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოს Sputnik V-ის გამოყენება ჯერ არ დაუმტკიცებია. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გადაწყვეტილებას არ დაელოდა და რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყო.