ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა ბრიტანეთს "სასიყვარულო წერილი" მიუძღვნა, რომელიც "გარდიანში" გამოქვეყნდა. ტიმერმანსი ღრმა წუხილს გამოხატავს "ბრექსითის" გამო და წერს, რომ ბრიტანეთს უკან ევროკავშირში ყოველთვის მიიღებენ.
"მას შემდეგ, რაც ბრიტანულ სკოლაში დავდიოდი, შენ ყოველთვის ჩემი ნაწილი იყავი. ახლა, როცა მიდიხარ, გული მტკივა",- წერია წერილში. მისივე თქმით, ის ხედავს, რომ გაერთიანებულ სამეფოში საკითხზე ორი მოსაზრებაა.
"მე ვხედავ ეს თქვენც გულს გტკენთ", - აცხადებს ტიმერმანსი და იმედს გამოთქვამს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს კვლავ შეუერთდება.
"თავს იმით ვინუგეშებ, რომ ოჯახური კავშირები ვერასდროს დაიშლება. ჩვენ არსად მივდივართ და თქვენს დაბრუნებას ყოველთვის მივესალმებით", - წერია წერილში.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას 2020 წლის 31 იანვარს გეგმავს.