ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი დარწმუნებულია, რომ "ბრექსითი" აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ ჟან-კლოდ იუნკერმნა Sky News-თან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, თუკი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის ახალი საზღვარი გაჩნდება.
"დარწმუნებული ვარ, "ბრექსითი" მოხდება", - აღნიშნა იუნკერმა.
კითხვაზე, "ბრექსითის" შემთხვევაში იქნება თუ არა საზღვარი ბრიტანეთის ჩრდილოთ ირლანდიასა და ევროკავშირის წევრ ირლანდიას შორის, ჟან-კლოდ იუნკერმა უპასუხა: "დიახ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ევროკავშირისა და შიდა ბაზრის ინტერესები შენარჩუნებული იქნება". შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანა ევროკავშირიდან 31 ოქტომბრამდე გავა მიუხედავად იმისა მიაღწევს თუ არა ბრიუსელთან ახალ შეთანხმებას.