ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროპარლამენტში 16 ივლისს უყრიან კენჭს. ამის შესახებ ევროკავშირის საკანონმდევლო ორგანოს პრესსპიკერმა განაცხადა. იმ შემთხვევაში თუ მას მხარს დაუჭერს ევროპარლამენტთა უმრავლესობა, იგი 1 ნოემბრიდან შეუდგება მოვალეობის შესრულებას. ფონ დერ ლეიენი ამ თანამდებობაზე ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს და პირველი ქალი გახდება, რომელიც ევროკავშირის წამყვან პოსტს დაიკავებს. შეგახსენებთ, წელს, ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტიც უნდა აირჩიონ. ევროპარლამენტის ახალი სპიკერი კი უკვე აირჩიეს. აღნიშნული თანამდებობა იტალიელმა დევიდ სასოლიმ დაიკავა.