08:49
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი შვიდი შვილის დედაა
24-07-2019

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისი-ის პრეზიდენტის პოსტზე აირჩიეს. რომელიც მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი ჟან კლოდ იუნკერს 1 ნოემბრიდან ოფიციალურად ჩაანაცვლებს. იგი პირველი ქალი იქნება, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკა-ვებს. კენჭისყრის დროს მას მხარი ევროპარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა.

ურსულა იყო, ასევე, პირველი ქალი, რომელიც გერმანიის თავდაცვის მი-ნისტრი გახდა. თანამდებობას ის 2013 წლიდან იკავებდა.
60 წლის პოლიტიკოსი, რომელიც ბრიუსელში დაიბადა, გერმანიის კან-ცლერის უახლოესი თანამებრძოლია და ფიქრობდნენ, რომ ის ანგელა მერ-კელს შეცვლიდა.

ფონ დერ ლაიენი 13 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ბრიუსელიდან გერ-მანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მან ლონდონის ეკონომიკის სკოლა და-ამთავრა, მოგვიანებით კი ჰანოვერში მედიცინას დაეუფლა.

ურსულა შვიდი შვილის დედაა, რაც გერმანიისთვის საკმაოდ უჩვეულოა. პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო, ის მერკელის პარტიის წევრი გახდა.

ფართო საზოგადოებამ მის შესახებ 2005 წელს შეიტყო, როდესაც მერკელ-მა ის საოჯახო საკითხების, ასაკოვანი მოქალაქეების, ქალებისა და ახალ-გაზრდების ფედერალურ მინისტრად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ კი ის ბუნდესტაგში აირჩიეს. 2013 წლამდე  ფონ დერ ლაიენი შრომისა და საზო-გადოებრივი საკითხების მინისტრი იყო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს. "ნდობა, რომელიც მე გამომიცხადეთ, არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუ-შაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით, ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად", - განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები