კომპანია Amazon-თან დაკავშირებით, ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური გამოძიება წამოიწყო, რომელიც შესაძლოა, საცალო და საბითუმო კლიენტების კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით, კონკურენციის შესახებ ევროკავშირის წესებს არღვევდეს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იუწყება. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის წინასწარი შეფასებით, Amazon გამყიდველების კონფიდენციალურ ინფორმაციას იყენებს.
როგორც ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში განაცხადა, გადაწყვიტეს ყურადღებით შეისწავლონ კომპანია Amazon-ის საქმიანი პრაქტიკა, რათა შეაფასონ თუ რამდენად შეესაბამება ის ევროკომისიის კონკურენციის წესებს.