ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დახმარების ფარგლებში, საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოეყოფა. აღნიშნული ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ამ თანხით საქართველოს შეეძლება საკუთარი საგარეო ფინანსური საჭიროებები დაფაროს.ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარ პიერ მოსკოვიჩის თქმით, ეს შეთავაზება არის ევროკავშირის საქართველოსადმი მტკიცე დახმარების კიდევ ერთი მაგალითი. აღნიშნული მაკროეკონომიკური დახმარება იმ პროგრამის ნაწილი იქნება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიმართულებით 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. 45 მილიონი ევროდან 10 მილიონი ევრო გრანტების სახით, ხოლო 35 მილიონი ევრო - საშუალოვადიანი სესხების სახით გაიცემა.