ევროკომისია ევროკავშირის სასამართლოს მიმართავს, რომ ამ უკანასკნელმა პოლონეთს, სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესოს.
სანქციების დაწესების მოთხოვნა, რეალურად, 2019 წლის 3 აპრილს სასამართლოს საკითხზე ევროკომისიასა და პოლონეთს შორის დაწყებული დავის გაგრძელებაა.
ევროპული კომისია, მიიჩნევს, რომ პოლონეთის საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ეს ცვლილებები მმართველი კონსერვატიული ხელისუფლების საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. მთავარი პრეტენზია დისციპლინარული პალატის შექმნასა და ფუნქციონირებას შეეხება, რომელიც, ბრიუსელის აზრით, პოლონელი მოსამართლეების დამოუკიდებლობას ძირს უთხრის და მათ პოლიტიკური გავლენებისგან დაცვის აუცილებელ გარანტიებს არ ანიჭებს.