ევროკომისია მდიდრებისთვის ევროკავშირის მოქალაქეობის მინიჭების რისკებზე საუბრობს. კერძოდ, როგორც ევროკავშირის მთავრობაში აცხადებენ, სქემა, რომლის მიხედვითაც ბლოკის ზოგიერთი წევრი ქვეყანა მდიდარ უცხოელს მოქალაქეობის ყიდვის შესაძლებლობას აძლევს, ფულის გათეთრების, კორუფციისა და გადასახადების თავიდან არიდების საფრთხეებს ქმნის. ამის შესახებ ევროკომისიის გაფრთხილება ოთხშაბათს გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ მალტა, კვიპროსი და ბულგარეთი იყენებს მოქალაქეობის მიყიდვის სქემას. ევროკომისიის მოხსენების მიხედვით, ეს ქვეყნები არ ამოწმებენ საკმარისად იმ მდიდარი ადამიანების წარმომავლობას და ისტორიას, რომელსაც შემდეგ მოქალაქეობას ანიჭებენ.