ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი მაკროეკონომიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოეყოფა, - ამის შესახებ ევროკომისის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ თანხით საქართველოს შეეძლება საკუთარი საგარეო ფინანსური საჭიროებები დაფაროს.აღნიშნული მაკროეკონომიკური დახმარება იმ პროგრამის ნაწილი იქნება, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მიმართულებით 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა. 45 მილიონი ევროდან 10 მილიონი ევრო გრანტების სახით, ხოლო 35 მილიონი ევრო - საშუალოვადიანი სესხების სახით გაიცემა.