აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპე ევროკომისარს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის შეხვდა. ლიდერებმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე და თეირანის მხრიდან ბოლოდროინდელ განცხადებებზე ისაუბრეს.
როგორც მოგერინიმ პომპეოს უთხრა, მაქსიმალური თავშეკავებაა საჭირო, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი სახის ესკალაცია ირანთან.
შეგახსენებთ ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ-ის შორის ვითარება დაძაბულია. დონალდ ტრამპმა 2015 წელს თეირანთან მიღწეული ბირთვული შეთნხმებიდან გასვლა ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყვიტა. მას შემდეგ ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა, ცოტა ხნის წინ კი რეგიონში ავიამზიდების და ბომბდამშენების განთავსება გადაწყვიტა ამის მიზეზად კი ირანიდან მომდინარე საფრთხეები დაასახელა.