ევროკომისარი - ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება - Palitra News

ევროკომისარი - ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება

2021-03-22 11:58:40+04:00

ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება და კოვიდ 19-ის იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე ევროპული წარმოების ვაქცინის გამოყენებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

”Sputnik V საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ”, - აღნიშნა ბრეტონმა. ევროკომისარის ამ კომენტარს რუსული ვაქცინის მწარმოებელი გამოეხმაურა და ბრეტონი სუბიექტურობაში დაადანაშაულა.