ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება სამდღიანი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს ის გაემგზავრება ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქ ათენში, სტუდენტებთან ერთად და შემდეგ კი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და პარტნიორებს მადლობა გადავუხადოს.